შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი - აბსურდს ამტკიცებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 27 ნოემბერი 2024, 23:59

თუ ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი... აბსურდს ამტკიცებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ოპოზიციაზე საუბრისას.

კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის პარალელურად, ჰქონდა თუ არა პარლამენტს შეკრების უფლება, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტს შეკრების უფლება ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ჰქონდა, ვინაიდან დეპუტატების მანდატები არ არის გასაჩივრებული, გასაჩივრებული გახლავთ ნორმა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა არჩევნები და ეს არის აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი პრეტენზია და სარჩელი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ დათქმასთან, რომელიც გვქონდა.

მარტივად შევხედოთ საკითხს, თუკი მართალია ეს თეზისი, რომელსაც ოპონენტები ასახელებენ, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, წაგებული მხარე გაასაჩივრებს ნებისმიერ ნორმას საარჩევნო კოდექსიდან საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ ნორმა გასაჩივრებულია, მაშინ მათი ლოგიკით არ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. 30 დღეა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს სარჩელი, შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 30 დღე...

თუკი ისინი მართალი არიან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი არჩევნების დროს წაგებულ მხარეს მხოლოდ გასაჩივრებით შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი. ანუ, აბსოლუტურად სისულელე სარჩელი რომ დაწეროს, 5 წინადადებას ფორმა მისცეს გარკვეული, შეუძლია 100 დღით გააჩეროს პარლამენტი. თან, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლოს, ანუ ახლად არჩეული პარლამენტი საჭიროა, მათ შორის, ბიუჯეტის მისაღებად. ანუ ყოველი არჩევნების შემდეგ წაგებული მხარე იტყვის - წავაგე, ახლა გაგაჩერებთ სამი თვე, ვერც ბიუჯეტს მიიღებთ, ვერც ხელფასებს გადაიხდით, ვერც ვერაფერი. [ვცდილობ] მარტივად ავხსნა, რომ უბრალოდ, მიხვდნენ ადამიანები, რამდენად აბსურდს ამტკიცებენ ისინი, ვინც ამას ამტკიცებენ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას, ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, ხელი შევუშალოთ პოლარიზაციის ტენდენციებს
Sky News: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შალვა პაპუაშვილი: გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება - ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დანახულია ისე, რომ არიან „დიდი ძმები," ჩამოვიდნენ აქ და „პატარა ძმებს" ჭკუა გვასწავლონ
არქივი