ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 ნოემბერი 2024, 21:03

ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რომ თუ ჰააგის სასამართლო უარყოფს ისრაელის საჩივარს ეს მხოლოდ “ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებისთვის აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ”.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის სურამი-ვერტყვიჭალას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მამუკა ხაზარაძე - ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ანჯეი დუდას ვიზიტი ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის დემონსტრირებაა, ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ დიპლომატიური ზომები
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
არქივი