აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ანჯეი დუდას ვიზიტი ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის დემონსტრირებაა, ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ დიპლომატიური ზომები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 20:50

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სომხეთში აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით ვიზიტს ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის მორიგ დემონსტრაციად და პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ბაქო იტოვებს უფლებას, მიმართოს დიპლომატიურ ზომებს ამ არამეგობრული ქმედების წინააღმდეგ.

„პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUMA) წევრების თანხლებით, სამწუხაროდ, წარმოადგენს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის და ევროპული ინსტიტუტების ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის მორიგ დემონსტრაციას. ვწუხვართ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ოფიციალურად არის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, მონაწილეობა მიიღო დაუშვებელ „საჩვენებელ შოუში“, რაც აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას იწვევს. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მრავალი მიმართვის მიუხედავად, პოლონურმა მხარემ თავი არ შეიკავა ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან. აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი დიპლომატიური ზომები ამ არამეგობრული ნაბიჯის წინააღმდეგ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სომხეთში 25 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლონელ პერსონალს შეხვდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2023 წლის თებერვალში ორი ქვეყნის საზღვარზე ომის შემდეგ სიტუაციის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით შეიკრა.

პოლონეთის პრეზიდენტი ერევანში ასევე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.

მისი განცხადებით, პოლონეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასტაბილურებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის სურამი-ვერტყვიჭალას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა
მამუკა ხაზარაძე - ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
არქივი