6
27 ნოემბერი 2024, 20:02
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 400 000-მდე - დაიჭრა და ვეღარ შეძლო საბრძოლო ველზე დაბრუნება.
ოფიციალური კიევი დიდწილად თავს არიდებდა სამხედრო დანაკარგების სრული მასშტაბის გამჟღავნებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში განაცხადა, რომ 31 000 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.
The Economist-ი წერს, რომ რუსეთმა და უკრაინამ დაკარგეს მოსახლეობის უფრო დიდი წილი, ვიდრე აშშ-მა კორეისა და ვიეტნამის ომების დროს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის დანაკარგი ომში უფრო დიდია, კერძოდ, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 200 ათასი სამხედრო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |