ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 17:42

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს.

„მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან - ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა
მამუკა ხაზარაძე - ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსა და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
არქივი