გურამ მაჭარაშვილი: გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 27 ნოემბერი 2024, 17:38

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„რა უნდა ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეშიო ამას ამბობდა 4-5 წლის წინ და ახლა პირიქით, იქიდან აღარ უშვებს. ნათქვამია, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.

ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას შეუძლია მივიდეს ხაზარაძის მიერ შექმნილ რაღაც ახალ ალტერნატიულ პარლამენტში. შენობას კარგს არაფერს იქირავებს ხაზარაძე, ფულს დაზოგავს. იქ შეუძლია მივიდეს ზურაბიშვილი და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს ახალი წელი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ნიკა გვარამია  ეხმიანება. სოციალურ ქსელში ის პოსტს აქვეყნებს და ხალხს მოუწოდებს, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი და არ დაუშვან იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა
მამუკა ხაზარაძე - ერთადერთი, რითაც მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის რუსეთის უპირობო მორჩილება და “რუსული კანონი”
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსა და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
არქივი