ბაიდენის თქმით, აშშ, თურქეთი, ეგვიპტე, კატარი და ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 27 ნოემბერი 2024, 17:32

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უახლოეს დღეებში შეერთებული შტატები, თურქეთთან, ეგვიპტესთან, კატართან და ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

„მომავალ დღეებში შეერთებული შტატები თურქეთთან, ეგვიპტესთან, კატართან, ისრაელთან და სხვებთან კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, მძევლების გასათავისუფლებლად და „ჰამასის“ ხელისუფლებაში არმოსვლით ომის დასასრულებლად“, - დაწერა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებაში
საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ილია სეთური 500 ლარით დააჯარიმა
ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს
გურამ მაჭარაშვილი: გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო
ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილზე: დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური
არქივი