პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს - ლევან დავითაშვილს, დავით სონღულაშვილს, ირაკლი ქარსელაძესა და ლაშა ხუციშვილს მოუსმინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 16:20

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, განიხილეს.

კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ქარსელაძეს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტიან ხედვასა და პოლიტიკაზე მეტყველებს ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგის მიმართულებით.

ლევან დავითაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზების და შეფასებების თანახმად, საქართველოს, მიმდინარე წელს და საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

მისი თქმით, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც სახელმწიფო, ასევე, მუნიციპალურ დონეზე უკვე განხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ცალკეული დარგების მიხედვით გაზრდილმა დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება და ჯანდაცვის პროგრამების აქტიურად ამოქმედება, პენსიების და სოციალური გასაცემელების მნიშვნელოვანი ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მოწესრიგება, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე განათლების სფეროების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და ა. შ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ქვეყნის ბიუჯეტი 2028 წლამდე, სავარაუდოდ, 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება - ეს კი სრულად დააფინანსებს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაც სამთავრობო პროგრამაშია ასახული.

ხუთივე კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების სახელით, საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ილია სეთური 500 ლარით დააჯარიმა
ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს
გურამ მაჭარაშვილი: გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო
ბაიდენის თქმით, აშშ, თურქეთი, ეგვიპტე, კატარი და ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილზე: დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური
არქივი