მათ ის კი არ აინტერესებთ, საქართველო ევროპის ნაწილი გახდება თუ არა, მათ აინტერესებთ, თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, იარაღად სჭირდებათ ევროპა. სიტყვა „ევროპა“ სჭირდებათ ბერკეტად, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„ისინი ითხოვენ ქართველი ხალხის დასჯას საკუთარი არჩევანისთვის, მეტი დიაგნოზი ამ ამბავს არ შეიძლება, ჰქონდეს. ჯაშუშები, ამ ქვეყნის მტრები ითხოვენ, რომ დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო იმისათვის, რომ მათ გააკეთეს ის არჩევანი, რაც გააკეთეს. ჯაშუშობის უფრო მეტი მტკიცებულება - როგორც მათი გაგზავნილი „დანოსია“, რა განცხადებებსაც ისინი აკეთებენ, როგორ ლობირებენ ისინი და მათი პატრონები რეზოლუციას, სადაც ქართველი ხალხის დასჯაზე, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე და მსგავს საკითხებზეა საუბარი, არ შეიძლება იყოს. ეს ანტისახელმწიფოებრივი კი არ არის - ანტისახელმწიფოებრივი არის, აქ რომ რაღაც სისულელე განცხადებებს აკეთებენ, ანტისახელმწიფოებრივთან ერთად არის ჯაშუშური და მტრული.
მათ ის კი არ აინტერესებთ, საქართველო ევროპის ნაწილი გახდება თუ არა, მათ აინტერესებთ, თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, იარაღად სჭირდებათ ევროპა. სიტყვა „ევროპა“ სჭირდებათ ბერკეტად, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. რა ჩელიაბინსკში, გავიღვიძებთ, რას ლაპარაკობენ საერთოდ, რა რუსული კანონი? ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ ახსენებენ საერთოდ და რატომ იცით? არ არის მომგებიანი მათთვის. „ჩელიაბინსკში გაღვიძება“ მათი აზრით, მომგებიანია, არ გაამართლა ამ მესიჯმა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |