მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: პოლიტიკურ ფუფუნებას ვერ შევუქმნით და ვერ ვეტყვით დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 15:43

„ქართული ოცნება“ კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას, ვერ შეუქმნის პოლიტიკურ ფუფუნებას და არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ, თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ ამასთან დაკავშირებით უარი ითქმება, ამის საფუძვლები არსებობს. თუ თანხმობა - ესეც საფუძვლიანი იქნება.

„ამაზე წინასწარ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ამ ფუფუნებაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებას მე ვერ შევქმნი. ზოგს იმიტომ შემოაქვს, რომ ზუსტად იციან რა შედეგი იქნება. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. დავალება ასეთია მათი პატრონებისგან. ეგეც გადასაწყვეტია, ერთიანად მივუდგეთ თუ სხვადასხვანაირად. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არც ამას ვეტყვით წინასწარ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია სიგიჟეში აცხოვრებს თავის ამომრჩევლებს და აგრძელებს არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.

„ელექტრონულ არჩევნებში ხომ ჩაჯდა ეშმაკი ხუთიანებს, ოთხიანებს და ოცდახუთიანებს 41-დ რომ აკეთებდა. ეს 300-400 ათასი ხმა რომ გაყალბებულია ამ პარლამენტში, როგორ უნდა შემოვიდნენ და დაწერონ განცხადებები?! ერთ დღეში, ერთ საათში რომ მოაწერა ყველამ ხელი იმ ჯაშუშურ წერილს, დაგვსაჯეთ რამენაირად ჩვენ ქართველები და საქართველო დასაჯეთო, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეთო, რომ აგზავნიდნენ ერთობლივ წერილს და ოთხივე პარტია ერთად რომ გაიძახოდა, ახლა რატომ არ არიან ერთსულოვნები? შემოიტანონ იქნებ და რა გადაწყვეტილებას ვიღებთ?!“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო
ბაიდენის თქმით, აშშ, თურქეთი, ეგვიპტე, კატარი და ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილზე: დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მოღვაწეობა კიდევ ორი წლით გააგრძელეს
ინგლისში დედა ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა - სამი წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს
არქივი