3
27 ნოემბერი 2024, 15:27
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ისაუბრა დარგის მიღწევებზე, ბოლო პერიოდში სპორტსა და კულტურაში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე.
თინათინ რუხაძემ გამოხატა მისი, როგორც მინისტრის, პოზიცია.
„ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის; მოვუსმენ ყველას, თუმცა გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და დარგის ინტერესების გათვალისწინებით. ვიდგები თითოეული იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისი საქმით ხელს შეუწყობს ქართული კულტურის დაცვასა და განვითარებას. ვფიქრობ, ქართული კულტურა და სპორტი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის პირადი დამოკიდებულებები, ჩვენი ქვეყნის კულტურული ტრადიციების დაცვა ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |