ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგა გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? ეს რა ლეგიტიმაციით იყო, რამხელა ფარსია. ევროპარლამენტის ბანერთან რომ იდგენენ და განცხადებებს აკეთებდნენ ამისი ლეგიტიმაცია საიდან ჰქონდათ, რაღაცაში ხომ არ არის საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ მივეჩვიეთ, უკვე გაგვიწყალდა ევროპარლამენტარების განცხადებები და ხალხი მიხვდა, რომ არაფერს არ ნიშნავს ეს ჰაერში ნასროლი სიტყვები. მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც გვარამიას მხარი დაუჭირა იმიტომ, რომ „ნაცი“ არა არის, პარლამენტში რომ მოახვედრეთ, ახლა რომ გამოდის და სააკაშვილი გაათავისუფლეთ სასწრაფოდო, პირველივე მესიჯს ევროპაში ამას რომ ახმოვანებს, როგორ ვუთხრა ვინმე რომ ახიაო. ხალხი იხვეწება ვიზები შეგვიწყვიტეთო, სააკაშვილი გამოუშვით და ივანიშვილი დასაჯეთო, ამას ვინც იტყვის, ვინც ასეთ სიგიჟეს იტყვის, ყველას შესაბამის და ადეკვატურ პასუხს გავცემთ. ამაშია ჩვენი დამოუკიდებლობის, გამბედაობის ხარისხი, ამაშია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა.
რომ გეტყვიან სააკაშვილი გამოუშვი გარეთ, დემოკრატიის შუქურა არისო და ბიძინა ივანიშვილი არის უბედურება და კოშმარი ამ ქვეყნისო და ის დაასანქცირეთო, ამას რომ გეტყვიან, ყველას უნდა გასცე საკადრისი და ადეკვატური პასუხი. ღმერთის წყალობით და ქართველი ხალხის ნებით, ამის თავი გვაქვს დღეს საბედნიეროდ, ცოტა გვიჭირდა წარსულში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |