მამუკა მდინარაძე: ლექსმანი და ვიღაცები კი არა, ქართველი ჟურნალისტი მეუბნებოდა, უნდა ჩამოვიდნენ და გამოიძიონ საქართველოში რა ხდებაო. ცოტა თავმოყვარეობაც უნდა გვქონდეს, ჩემი აზრით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 27 ნოემბერი 2024, 15:12

ლექსმანი და ვიღაცები კი არა, ქართველი ჟურნალისტი მეუბნებოდა, უნდა ჩამოვიდნენ და გამოიძიონ საქართველოში რა ხდებაო. ცოტა თავმოყვარეობაც უნდა გვქონდეს, ჩემი აზრით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ლექსმანი ამბობს, რომ საერთაშორისო კომისია უნდა ჩამოვიდეს საქართველოში არჩევნების გამოძიების მიზნით.

„სუვერენიტეტი რა არის? ვიღაცები პოზიციას რომ ახმოვანებენ, ვინმეს გათვითცნობიერებული აქვს სიტყვა ქვეყნის სუვერენიტეტი რას ნიშნავს? ამის მნიშვნელობა ვიცით თუ არ ვიცით? ლექსმანი და ვიღაცები კი არა, ქართველი ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ მეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, უნდა ჩამოვიდნენ და გამოიძიონ საქართველოში რა ხდებაო. ცოტა თავმოყვარეობაც უნდა გვქონდეს, ჩემი აზრით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების ლეგიტიმაციის არ აღიარების შესახებაც.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლეგიტიმაცია არ მოგცათო და ჰელსინკის კომისიამ გალანძღა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირდაპირი მნიშვნელობით, ლეგიტიმაცია რატომ არ მიეცითო. ეუთო/ოდირის დასკვნა ლეგიტიმაციას არ შეეხებოდაო და ამ დასკვნისთვის ლექსმანი ეუთო/ოდირის დასკვნას ლანძღავს, ლეგიტიმაცია რატომ მიეცითო და მერე მე მეკითხებიან, ვინ მოგცათ ლეგიტიმაციაო. მგონი ეს პასუხია ყველაფრის“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს
გურამ მაჭარაშვილი: გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო
ბაიდენის თქმით, აშშ, თურქეთი, ეგვიპტე, კატარი და ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილზე: დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მოღვაწეობა კიდევ ორი წლით გააგრძელეს
არქივი