მამუკა მდინარაძე: ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს. ამ მარაზმში უნდა იყვნენ ისინი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ნოემბერი 2024, 15:01

ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი შეფასებით, ის პარტიები, რომლებმაც პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებით მიმართეს, საკუთარ ქმედებებს ეწინააღმდეგებიან.

„ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს. ამ მარაზმში უნდა იყვნენ ისინი. უნდა ამტკიცონ, რომ 300-დან 400 ათასამდე ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო. შემოტანილ განცხადებებში თან წერენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთო და თან არალეგიტიმურიაო, არ ხართ პარლამენტის თავმჯდომარეო და შეგვიწყვიტეთ მანდატებიო, ანუ თვითონ რასაც აკეთებენ და წერენ, იმას ეწინააღმდეგებიან”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილზე: დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მოღვაწეობა კიდევ ორი წლით გააგრძელეს
ინგლისში დედა ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა - სამი წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, თინა ბოკუჩავა და გიორგი ჩალაძე ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორმა მიანმარის დროებითი პრეზიდენტის, მინ აუნ ჰლაინის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა
არქივი