მამუკა მდინარაძე: მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 27 ნოემბერი 2024, 14:05

ქართველი - არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილი არის იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ის საკუთარი სამშობლოს სამსახურში იქნება.

„ახლა დაიწყებენ ანტი დასავლური რიტორიკა და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს მისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე, არსებობს ამისი მყარი გარანტია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ 1000 პროცენტით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს.“ - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
არქივი