თამარ ჩიბურდანიძე: წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. როგორც იქნა გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 27 ნოემბერი 2024, 13:49

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო წლებად შევა.

„ერთგული, გაუყიდავი, ვაჟკაცური, განათლებული და სულით ქართველი პრეზიდენტი ეყოლება ქართველ ხალხს. წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. დღეს მიშას კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა ვულოცავდეთ.

როგორც იქნა, გვეღირსა სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა. გვეღირსა არა სხვა ქვეყნის პოლიტიკით, არამედ, საკუთარი ეროვნული პოლიტიკით მართული პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილმა ჯერ სპორტით, ხოლო შემდეგ პოლიტიკაში ეროვნული პრინციპების დაცვით უკვე მოიპოვა ქართველი ხალხის დიდი სიყვარული. მჯერა, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება საუკეთესო წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
“ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა” ეკუთვნის “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას “თბილისი ცენტრალი" - კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, ტვ “პირველი” რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო “ობიექტურებო”
რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს
რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა?
არქივი