თამარ ჩიბურდანიძე: წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. როგორც იქნა გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 27 ნოემბერი 2024, 13:49

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო წლებად შევა.

„ერთგული, გაუყიდავი, ვაჟკაცური, განათლებული და სულით ქართველი პრეზიდენტი ეყოლება ქართველ ხალხს. წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. დღეს მიშას კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა ვულოცავდეთ.

როგორც იქნა, გვეღირსა სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა. გვეღირსა არა სხვა ქვეყნის პოლიტიკით, არამედ, საკუთარი ეროვნული პოლიტიკით მართული პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილმა ჯერ სპორტით, ხოლო შემდეგ პოლიტიკაში ეროვნული პრინციპების დაცვით უკვე მოიპოვა ქართველი ხალხის დიდი სიყვარული. მჯერა, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება საუკეთესო წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
თამთა მეგრელიშვილი: „ლელომ“ ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა
ლევან კოჭლოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია
მამუკა მდინარაძე - მიშა მაგარია!
დავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება
არქივი