ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირება „112“-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ნოემბერი 2024, 13:13

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას. ხშირად გვქონდა ხარვეზები ცხელ ხაზზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს სააგენტოს ოპერატიულობის ხარისხს სამაშველო ღონისძიებებისა და სხვა მყისიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიან ბაზაში მოექცევა შეტყობინებების მიღების, საქმის წარმოების, შესრულებისა და ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა, რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს
თინათინ რუხაძე: ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მოვუსმენ ყველას, თუმცა გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და დარგის ინტერესების გათვალისწინებით
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგა გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? ეს რა ლეგიტიმაციით იყო, რამხელა ფარსია
მამუკა მდინარაძე: ლექსმანი და ვიღაცები კი არა, ქართველი ჟურნალისტი მეუბნებოდა, უნდა ჩამოვიდნენ და გამოიძიონ საქართველოში რა ხდებაო. ცოტა თავმოყვარეობაც უნდა გვქონდეს, ჩემი აზრით
მამუკა მდინარაძე: ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს. ამ მარაზმში უნდა იყვნენ ისინი
არქივი