დავით სონღულაშვილი: მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ნოემბერი 2024, 12:50

„საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა. დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტროს განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული. ესენია: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება; ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესება და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ისაუბრა ფონდ „ქართუსთან" არსებულ თანამშრომლობაზე
დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს
თინათინ რუხაძე: ჩვენი კარი ღია იქნება დარგში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მოვუსმენ ყველას, თუმცა გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და დარგის ინტერესების გათვალისწინებით
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგა გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? ეს რა ლეგიტიმაციით იყო, რამხელა ფარსია
მამუკა მდინარაძე: ლექსმანი და ვიღაცები კი არა, ქართველი ჟურნალისტი მეუბნებოდა, უნდა ჩამოვიდნენ და გამოიძიონ საქართველოში რა ხდებაო. ცოტა თავმოყვარეობაც უნდა გვქონდეს, ჩემი აზრით
არქივი