ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ნოემბერი 2024, 11:20

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშველი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაში, - განაცხადა უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.

„14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიული პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.

მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას, მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი