მიხეილ ყაველაშვილი: გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო საქართველოს კონსტიტუცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 27 ნოემბერი 2024, 11:15

გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მივესალმები სრულიად საქართველოს. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ჩვენთვის საამაყო
და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღნიშნავდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთ რთული გამოწვევების ეპოქაში ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. მადლობა ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, თითოეულ წევრს ამ ნდობისთვის. გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული. ჩვენი არაკეთილისმსურველი „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდეს. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. სწორედ ზეპარტიული საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ქართველებს საქართველოში არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, იდენტობა, ღირებულებები საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი