22
26 ნოემბერი 2024, 23:54
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მთელი ძალით უპასუხებს „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.
უსაფრთხოების კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის დასამტკიცებლად წარუდგენს „წინადადებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ მთავრობის სრულ შემადგენლობას.
„თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება ხელახლა შეიარაღებას, ჩვენ თავს დაესხმებით. თუ ის შეეცდება საზღვრის მახლობლად ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჩვენ თავს დაესხმებით“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების სამი მიზეზი არსებობს.
„პირველი მიზეზი ირანის საფრთხეზე ფოკუსირებაა. მეორე არის ის, რომ სამხედროებს დასვენება სჭირდებათ და ასევე საჭიროა იარაღის მარაგების შევსება. მესამე მიზეზი კი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფრონტების გამიჯვნა და „ჰამასის“ იზოლაციაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |