ბენიამინ ნეთანიაჰუ - კარგი შეთანხმება არის ის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 26 ნოემბერი 2024, 23:21

კარგი შეთანხმება არის ის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„დღეს საღამოს კაბინეტს წარვუდგენ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს. ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში. შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობით, ჩვენ ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. „ჰეზბოლა“ თუ დაარღვევს შეთანხმებას, ჩვენ თავს დავესხმებით. ის თუ შეეცდება, განაახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურა საზღვართან ახლოს, ჩვენ თავს დავესხმებით. „ჰეზბოლას“ ყოველ დარღვევაზე ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება არის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ახლა ცეცხლის შეწყვეტის სამი მიზეზი არსებობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირველი არის ირანის საფრთხეზე ფოკუსირება, მეორე – ჯარების დასვენებისა და იარაღის მარაგების შევსება, ხოლო მესამე მიზეზია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფრონტების გამიჯვნა და „ჰამასის“ იზოლაცია.

„ჰეზბოლას“ გარეშე, „ჰამასი“ მარტო დარჩება. ჩვენი ზეწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ეს ისრაელს მძევლების სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნეთანიაჰუ: ისრაელი მთელი ძალით უპასუხებს „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას
პაატა ბურჭულაძე: უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, პირველად, მარტის თვეში იყო პატარა შეტაკება „რუსულ კანონზე“, სიმღერით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს
„როიტერი“ - ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა
მექსიკის პრეზიდენტი - ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს მექსიკასა და აშშ-ში
ნიკა გვარამია - საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში
არქივი