მექსიკის პრეზიდენტი - ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს მექსიკასა და აშშ-ში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 26 ნოემბერი 2024, 22:36
დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს ორივე ქვეყანაში, მექსიკასა და აშშ-ში, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაიბაუმმა განაცხადა.

მექსიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საბაჟო გადასახადები მძიმედ იმოქმედებს აშშ-ის ავტომობილების მწარმოებლებზე, რომლებსაც საწარმოები მექსიკაში აქვთ, მაგალითად, General Motors-სა და Ford-ზე.

როგორც შეინბაუმმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს სატელეფონო საუბარს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და წერილის გაგზავნას კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოს.

ამასთან, მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს დიალოგი და თანამშრომლობა ნარკოტიკებსა და მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეინბაუმის თქმით, დარწმუნებულია შეთანხმების მიღწევაში, თუმცა, გადასახადების დაწესების შემთხვევაში, მზად არის, გააფართოოს სავაჭრო ურთიერთობები სხვა მიმართულებებით.

„ჩვენ ვიყურებით არა მხოლოდ ჩრდილოეთისკენ, არამედ სამხრეთისკენ და ევროპის კონტინენტისკენ. მექსიკა ძლიერია და ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით“, – განაცხადა შეინბაუმმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნეთანიაჰუ: ისრაელი მთელი ძალით უპასუხებს „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - კარგი შეთანხმება არის ის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას
პაატა ბურჭულაძე: უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, პირველად, მარტის თვეში იყო პატარა შეტაკება „რუსულ კანონზე“, სიმღერით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს
„როიტერი“ - ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა
ნიკა გვარამია - საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში
არქივი