ნიკა გვარამია - საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 26 ნოემბერი 2024, 22:24

საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, ნიკა გვარამიას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ჩემი შეკითხვა ეხება საპროტესტო აქციებს. რაც ვნახეთ ჩვენ გაზაფხულზე, რაც ვნახეთ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამას ვერ შევადარებთ იმ ყველაფერს, რაც ამჟამად ხდება თბილისში. რა არის ამის მიზეზი?“

„ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვართ და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, სპონტანური პროტესტი, რომელიც არ არის ორკესტრირებული ოპოზიციის მიერ ქვეყანაში. მეორე ფაქტორი, რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ საზოგადოება დაიღალა, საზოგადოებამ დაკარგა იმის იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში.

სწორედ ასე მოქმედებს ქვეყანაზე რუსული ოლიგარქია, რუსული ავტორიტარიზმი. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწორედ ასეთი გავლენა აქვს, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ჩვენ არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება“ - მიხეილ ყაველაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაში
მიხეილ ყაველაშვილი: გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.0 პროცენტამდე გაზარდა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
არქივი