შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ, ახლა რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 25 ნოემბერი 2024, 10:54

ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე დეზინფორმაციაა, რომელსაც ავრცელებს ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეო, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელზეც მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებსაც, რომ მათ მიერ განხორციელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, მიმართული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს არის უკვე დონორის პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ ენჯეოების დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული ენჯეოები დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში და რადიკალიზმის გაღვივება.

ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ და ჩვენ რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
არქივი