პრემიერმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 25 ნოემბერი 2024, 09:48
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები  წარადგინა. აღნიშნულის თაობაზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებში.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვიდრე წარდგენაზე გადავალ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - განაცხადა პრემიერმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რატი იონათამიშვილი: კარგად ვიცით, რომ რადიკალების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც კანვასის ტრენინგების მოდულებია, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები - ამ სცენარების გადმოტანა ქართულ რეალობაში ვერ განხორციელდება
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, უკეთესი იქნება, აგენტურული ოპოზიციის აღიარებით ჩვენებებს იძლევა
მი,ეილ სააკაშვილი - ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, დამაბრუნა სამშობლოში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო
არქივი