14
25 ნოემბერი 2024, 00:38
იმ ადამიანის განცხადება, რომ თითქოს 30 უბანზე მისცა ხმა არჩევნებში, სამარცხვინო და უბინძურესი სპეკულაციაა. ვიხილეთ ამ ადამიანის ჩანაწერი, სადაც ის პირდაპირ იმეორებს იმ სიგიჟეს, რომელსაც ოპოზიცია ამდენი ხანია ამტკიცებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“. იგი ამგვარად გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც რესპონდენტი ე.წ. საარჩევნო კარუსელში მონაწილეობაზე საუბრობს.
„სამწუხაროდ ოპოზიციამ გამოიყენა ამ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ცნობილია, რადგან ამ ადამიანს მიმართული აქვს გორის მუნიციპალიტეტისთვის ჯანმრთელობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება, რომ ეს დეტალები გავასაჯაროო, თუმცა, ოპოზიციონერებმა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით ისარგებლეს და ალაპარაკეს ის სიგიჟეები, რომელსაც სხვა მხრივ ვერ ამტკიცებენ.
თუ მარტივ ლოგიკას მოვიშველიებთ, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მათ მოისყიდონ და ალაპარაკონ ის, რასაც მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ. ფიქრობენ, რომ იყოს ერთი ადამიანის ინტერვიუ, ან ჩანაწერი, რომლითაც ჰგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებენ ამ გაყალბების გიჟურად შეთხზულ ისტორიას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |