10
24 ნოემბერი 2024, 23:17
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დააანონსა.
მისი თქმით, ხვალ 9 საათზე საზოგადოება პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა გამოვიდეს ქუჩაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას გამოვიდეს დღესაც და ხვალ 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ხვალ დილის 9 საათზე ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |