7
24 ნოემბერი 2024, 20:22
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე, გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
ტრადიციულად, პირველ სხდომას უხუცესი წევრი წარუძღვება. დღის წესრიგის პირველი საკითხი ახალი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ცნობა იქნება.
ცესკოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება. ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს აირჩევენ.
მომდევნო კვირის სხდომის დღის წესრიგშია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |