11
24 ნოემბერი 2024, 17:28
ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტო რიუსმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოება მყიფეა.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი უკვე აღარ არის რეგიონული. პუტინი უკვე დიდი ხანია, სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა და სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში. პუტინი უკვე მიიჩნევს თავს უკრაინელების წინააღმდეგ ომში გამარჯვებულად. ამავდროულად, დეზინფორმაციის გამოყენებით ჰიბრიდული ომი სრული სვლით მიმდინარეობს. ჩვენი უსაფრთხოება მყიფეა”, - აღნიშნა პისტო რიუსმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |