7
24 ნოემბერი 2024, 14:51
89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას, - განაცხადა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.
„89 დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობას. ასევე მეორე საკითხი იქნება პარლამენტის სპიკერის არჩევა და მესამე საკითხად იქნება წარმოდგენილი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში სპიკერის მოადგილეების და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |