პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 24 ნოემბერი 2024, 13:35
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო-მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას, სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებენ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

პრეზიდენტის თქმით, ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა.

“ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“, - წერს პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა
დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
არქივი