ერდოღანი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავების ორდერს, მნიშვნელოვანია, ეს გაბედული გადაწყვეტილება შეთანხმების ყველა წევრმა ქვეყანამ განახორციელოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 23 ნოემბერი 2024, 17:38
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეაქო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „გაბედულ გადაწყვეტილება“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავების ორდერს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს გაბედული გადაწყვეტილება განახორციელოს შეთანხმების ყველა წევრმა ქვეყანამ, რათა საერთაშორისო სისტემის მიმართ კაცობრიობის ნდობა განახლდეს“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის ლიდერებისა და „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო
დავით სონღულაშვილი: 12 წლის წინ, მთლიანი შიდა პროდუქტი 27,9 მილიარდი ლარი იყო, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება თითქმის 4,5-ჯერ გაზრდილი და 130 მილიარდ ლარს შეადგენს
დავით სონღულაშვილი: არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე
კახა კალაძემ პრეზიდენტობის კანდიდატს წარმატებები უსურვა
ლევან დავითაშვილი: 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდი დოლარი იქნება
არქივი