პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვარდების რევოლუციის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნაცსექტას ახასიათებს "თავმდაბლობა" და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ "საგმირო" ქმედებებს“- წერს ანალიტიკოსი და ქრონოლოგიურად იხსენებს ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე განვითარებულ მოვლენებს.
„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავი. ნაცსექტას ახასიათებს "თავმდაბლობა" და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ "საგმირო" ქმედებებს. ვერც მე გავიხსენებ ყველაფერს, ამიტომ რაც მეხსიერებაში მაქვს მყარად ჩაბეჭდილი იმას შემოგთავაზებთ:
2004 წლის მარტში, მოსკოვიდან სააკაშვილის დაბრუნებისთანავე ეროვნული სახელმწიფო უშიშროების აკადემიის გაუქმება და სპეცსამსახურების სისტემაში პროფესიონალების "კმარელი ვარდოსანი რევოლუციონერებით" ჩანაცვლების პროცესი
2004 წლის მაისში თბილისში ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცხინვალის რეგიონზე განხორციელებული სამხედრო-პოლიციური "ბლიც-კრიგი", სამაჩაბლოს დე-ფაქტო რეინტეგრაციული პროცესის ჩამოშლა, რეგიონში რუსი "მშვიდობისმყოფელის" შეყვანა, მსხვერპლი, ქართველი პოლიციელების დამცირება
2005 წლის თებერვალი - პრემიერ-მინისტრ ჟვანიას "გაზით გაგუდვა"
2006 წლის გაზაფხული - "ციხის ბუნტის" იმიტირება, უამრავი მოკლული და დასახიჩრებული
2006 წლის ზაფხული, კოდორის პროვოკაცია - რეგიონის სეპარატისტული აფხაზეთისთვის გადასაცემად მოსამზადებელი პერიოდი
2006 წლის შემოდგომა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის პროვოცირება, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მის საბჭოურ საზღვრებში მოქცევა
დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გაყიდვა
2006-2008 წ.წ. უკრაინიდან უვარგისი ჟანგიანი საბჭოთა სამხედრო ტექნიკის შესყიდვა, შემდგომში მასში გადახდილი თანხების "გათეთრების" მიზნით, აგვისტოს პროვოკაციის ინსპირირება, ომით ამ ჯართის ჩამოწერის მიზნით
2007 წლის შემოდგომა - საპროტესტო სამშვიდობო აქციების უსასტიკესი დარბევა, ტელეკომპანია "იმედის" შტურმით აღება და მისი კრიმინალური მითვისება
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |