6
22 ნოემბერი 2024, 23:20
თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები და არ თქვას მანდატებზე უარი, ეს არის სრული ფარსი, ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგზე თამაში, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.
„პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ჩახსნის მანდატებს, არ ჩახსნის სიებს, ის არის კოლაბორაციონისტული პოლიტიკური ძალა ამ სპეცოპერაციის პროცესში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |