გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 22 ნოემბერი 2024, 20:48
ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. ოთხი პარტიიდან უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც ჯაშუშების პიონერმა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო.

„პრაქტიკულად ეს განაცხადა - მანდატები შეიძლება, არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთ. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა - მანდატებს არ თმობდა. განცხადებებში ე.წ თავმჯდომარეს და რაღაცებს წერდა. ეს არ გაგვკვირვებია. 4-ვე პარტიამ, რომელიც პარლამენტში მოხვდა, გააკეთეს ასეთი რამ - შეგნებულად, იცოდნენ რა, ზუსტად იმ დროს დაწერილი განცხადებები იურიდიული ძალის მქონე არ იყო, მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდეგ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. ეს თუ არ იციან - ძალიან აბსტრაქტული და პირობითია, მშვენივრად იციან, ვასწავლით ბატონო! 25-ში უფლებამოსილების ცნობა განხორციელდება თუ არა, უმალვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ. ამას არ აანონსებენ, ასე მოიქცევიან თუ არა, რადგან მანდატებს ვერ ელევიან. თვითონაც იციან, რა სისულელეს აპროტესტებენ - 300 ათასი ხმის გაყალბებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ზე კიბერშეტევა განხორციელდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც უკანონო მიგრანტებს „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა
არქივი