მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს არის ჯაშუშობა - ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 22 ნოემბერი 2024, 20:28
ეს არის ჯაშუშობა, - ასე შეაფასა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ვინც ასეთ წერილს გააგზავნის ის არის ჯაშუში. ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. მართლა გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანები მიიყვანონ ამ დონეზე, რომ საკუთარი ხელით დააწერინონ, რომ საქართველო და ქართველები დასაჯეო. ჯაშუშობის რაღაცა ხარისხია, იმის იქეთ რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო: უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ზე კიბერშეტევა განხორციელდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც უკანონო მიგრანტებს „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა
არქივი