მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი, არ არსებობს მშვიდობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 22 ნოემბერი 2024, 17:38
მაქვს განცდა, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს, ის კამპანია, რომელიც აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობის ნაწილში - „არა ომს და მშვიდობა“ და მერე მოქალაქეებიც [ამბობენ], რომ მთავარია მშვიდობა იყოს,  - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კორძაიას თქმით, მშვიდობა არ არსებობს და ადამიანები მშვიდად მხოლოდ საფლავში არიან, შესაბამისად, ახლა თუ ხელისუფლებას დაუთმობენ, მათ ინდივიდუალურად მშვიდობა აღარ ექნებათ და მუდმივ შიშში იცხოვრებენ. 

“მინდა გითხრათ, რომ როგორც უკვე თქვეს, მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი, არ არსებობს მშვიდობა. თუ ამას არ გავიაზრებთ, რომ ამ დათმობის შემდეგ, მშვიდობა ინდივიდუალურად აღარ ექნებათ ადამიანებს და შიშში იცხოვრებენ მთელი ცხოვრება, როდის გაბრაზდება მათზე ხელისუფლება და როდის - არა, მაშინ ვერანაირ ცვლილებას ვერ განვახორციელებთ.” - განაცხადა კორძაიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია
ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, ენჯეოებმა კი თავის პატრონებთან ერთად, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, ეს პროცესი ჩამოკიდეს ორ თემაზე - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის გაწვევაზე
სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს
გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს არის ჯაშუშობა - ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს
არქივი