თინათინ ნიბლოშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 22 ნოემბერი 2024, 17:17

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკუთარი გამოსვლა მილოცვით დაიწყო და კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობას უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ, წარმატებები უსურვა.

თინათინ ნიბლოშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო.

„ჩვენი დამარცხებული ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების მცდელობის მიუხედავად, ყველანი ვხედავთ, რომ მათ ამაში საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნეს, რაზეც მათივე მხარდამჭერების რაოდენობაც მეტყველებს. ამიტომ დროა, შეეგუონ, რომ უმცირესობაში არიან და რომ უმცირესობის დიქტატის ქვეშ უმრავლესობა აღარ იცხოვრებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სიძულვილის და ბულინგის ტირაჟირებას გამარჯვება არასდროს არავისთვის მოუტანია.

,,როდესაც სპორტსმენებს, მომღერლებს, ხელოვანებს, ბავშვებს, ასევე შენს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას დაყოფ ბნელებად და ტოპტვინებად, აღარ უნდა გიკვირდეს არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია
ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, ენჯეოებმა კი თავის პატრონებთან ერთად, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, ეს პროცესი ჩამოკიდეს ორ თემაზე - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის გაწვევაზე
სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს
გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს არის ჯაშუშობა - ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს
არქივი