ვლადიმერ ბოჟაძე: მჯერა, რომ ჩვენი გუნდი ადგილობრივ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 22 ნოემბერი 2024, 17:16

თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას წარმატებული საპარლამენტო არჩევნები მიულოცა და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მადლობას ვუხდი მილიონ 120 ათას 53 ამომრჩეველს, რომელთაც ქართულ ოცნებას და ამასთანავე ჩვენს გზას ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ დღეს მისთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის და მისი რამდენიმე კოლეგისთვის საკრებულოს ბოლო სხდომაა.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის კოლეგებს უფლებამოსილება 25 ნოემბერს უწყდებათ, ისინი მაინც რჩებიან თბილისისა და თბილისელების სამსახურში.

„მე და ჩემი მეგობრები კვლავაც ვრჩებით თბილისის და თბილისელების სამსახურში. ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი დედაქალაქის მერს, მის მოადგილეებს, გამგებლებს, საკრებულოსა და ფრაქციის აპარატის წევრებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, როგორიც ამ წლის 26 ოქტომბერს მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, ენჯეოებმა კი თავის პატრონებთან ერთად, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, ეს პროცესი ჩამოკიდეს ორ თემაზე - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის გაწვევაზე
სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს
გახარია ჯაშუშებს შორის პირველი მერცხალი, პირველი პუფი აღმოჩნდა და რა „ტრიუკებსაც“ შალვა ნათელაშვილი თავის დროზე მიმართავდა, იმ „ტრიუკებზე“ მიმართვა დაიწყო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს არის ჯაშუშობა - ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს
ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იყო გერმანიის ეკონომიკისთვის იაფი გაზის მიღება
არქივი