ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა - ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დაწერენ.
„რამდენჯერაც საჭირო იქნება მანდატებთან დაკავშირებით განცხადების დაწერა, იმდენჯერ დავწერთ. ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს. დაუყოვნებლივ! ვინც არ დაწერს ამ მანდატებზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა.
[პარტიების] დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, რომ ვიღაცას ხელი ააღებინონ მანდატების [გაუქმებაზე]. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როდესაც თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ხალხს ართმევენ მომავალს. არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს. დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა. მეტი არაფერი, ესაა მთავარი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ .
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |