შალვა პაპუაშვილი: მაგიდის მეორე მხარეს უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები სხედან და არა ქართველი ხალხის ინტერესების, არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო? რად მინდა მათი ემისრები საქართველოში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 22 ნოემბერი 2024, 11:39

დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენენ. ესაა მთავარი მათი განმსაზღვრელი. ამიტომ აცდენილი არიან ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკური ოპონირების საკითხში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესება - რა პლატფორმა ჰქონდა ოპოზიციას - ევროპას, უკრაინას უნდა რომ დავუწესოთ სანქციები, ამიტომ უნდა დავუწესოთო, მიუხედავად იმისა, რომ ამით დავანგრევთ ჩვენს ქვეყანას, რახან ევროპა ამას გვეუბნება უნდა დავუწესოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავაყოლოთ უცხოელების კარნახსო. ამიტომ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ოპონირების, როდესაც ჩვენს წინ სხედან უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები. სინამდვილეში მაგიდის მეორე მხარეს ქართველი ხალხის რაღაც სეგმენტის წარმომადგენლები არ გვიზის. არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო, რად მინდა მათი ემისრები საქართველოში. მათი მეორე განმსაზღვრელი კრიტერიუმი ცოდნა და კომპეტენციაა. გადახედეთ, თენგოს დონეზე და იმედზე რომაა ოპოზიცია, იქ რა კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს საუბარი. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ის პარტიები რომლებმაც ბარიერი გადალახეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი, არ არსებობს მშვიდობა
თინათინ ნიბლოშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო
ვლადიმერ ბოჟაძე: მჯერა, რომ ჩვენი გუნდი ადგილობრივ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს
ირაკლი ხელაძე: ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვიქნებით ხალხის სამსახურში და ვეცდებით, გავამართლოთ ის ნდობა, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ მიმართ გამოხატეს
გიორგი ვაშაძე - ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში - დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა
არქივი