სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 ნოემბერი 2024, 21:56

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცრუს უწოდებს მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

უწყება განმარტავს, რომ მედიაში გავრცელებული „ცრუ ინფორმაციის“ შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი. ასევე განცხადების თანახმად, მოქალაქემ განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შეეთავაზა.

მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ერთვის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ
მამუკა ხაზარაძე - ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით
კახა კახიშვილი: ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება
არქივი