მაკა ბოჭორიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ნაკლებად წარმომიდგენია თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა, რომ მოქალაქეები უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ოპოზიციის უუნარობის გამო მათ ვერ მოახერხეს რაღაცა მიზნების მიღწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 ნოემბერი 2024, 21:43

თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ რამენაირად ვინმე აიყოლიონ ევროპის მასშტაბით, რომ მსგავსი განცხადებები გაკეთდეს, ან მსგავსი რამ მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაკლებად წარმომიდგენია თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა, რომ მოქალაქეები უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ოპოზიციის უუნარობის გამო მათ ვერ მოახერხეს რაღაცა მიზნების მიღწევა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შესაძლოა, ევროკავშირის გახდეს იძულებული, რომ პერსონალური სანქციების ნაცვლად, ქვეყანას დაუნიშნოს სანქცია, რაც ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაში აისახება. როგორც ბოკუჩავამ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სანქცია, დაწესების შემთხვევაში, დროებითი იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ
მამუკა ხაზარაძე - ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით
კახა კახიშვილი: ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება
არქივი