არ შეიძლება, რომ ვინმემ თვალებზე ხელი აიფაროს და როდესაც ადამიანებზე ძალადობა ხდება ამ ძალადობაზე განცხადება არ გააკეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„კატეგორიულად მიუღებელია ქუჩაში რასაც ვხედავდით, რომ ადამიანებს არჩევდნენ და მათზე ძალადობდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს საუბრობდნენ. როდესაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ეშინიათ თავიანთი მავნებლობების სააშკარაოზე გამოტანა, სწორედ ვხედავთ როგორ ცდილობენ ობიექტურ ჟურნალისტებზე იძალადონ და მათ საქმიანობაში ხელი შეუშალონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
თავდასხმა „იმედზე“, ხმაურიანი შემფასებლების დუმილი და ისევ ორმაგი სტანდარტი. ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობას არც ოპოზიცია იმჩნევს, არც მესამე სექტორი და არცერთი საელჩო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |