არჩილ გორდულაძე: რაც არ უნდა სცადონ ახლა და რაც არ უნდა ქვიშა მოიძიონ მსოფლიოში, ვერ გათეთრდებიან ვერც „ლელოს“ წარმომადგენლები და ვერც გახარიას პარტიის წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 21 ნოემბერი 2024, 21:29

რაც არ უნდა სცადონ ახლა და რაც არ უნდა ქვიშა მოიძიონ მსოფლიოში, ვერ გათეთრდებიან ვერც „ლელოს“ წარმომადგენლები და ვერც გახარიას პარტიის წარმომადგენლები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

„ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ჯაშუშები, მხოლოდ და მხოლოდ დანოსების დამწერი ადამიანები. შევლენ ისტორიაში, როგორც თანამედროვეობის, 21-ე საუკუნის ყორღანაშვილი, სერგო ორჯონიკიძე და შადიმან ბარათაშვილი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე, გაიმართება
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - პუტინი სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ
პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს
არქივი