სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რამდენიმე დღეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 21 ნოემბერი 2024, 13:40
არ არის გამორიცხული ისინი [ოპოზიცია] პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რადიკალებმა იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით, არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.

„საბოლოოდ ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გასცა
მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას
მიტროპოლიტი საბა- პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა-ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა
გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა
გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო სიების ჩახსნაზე: მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. ამიტომაც არის 61 ოპოზიციონერიდან უმრავლესი მათგანი მიყუჩებულები ბუჩქებში და ელოდება დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს
არქივი