იან პრაუდი: ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 21 ნოემბერი 2024, 01:02

ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს, უფლებებსაც. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისას, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს, - ასე უპასუხა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ გარე ჩარევებთან დაკავშირებით ლაშა კასრაძის კითხვას.

როგორც ლაშა კასრაძემ აღნიშნა, ქართველთა მიერ დასავლური ღირებულებების შესანიშნავად გააზრების მიუხედავად, შეიძლება ითქვას რომ ეს გარე ჩარევა, ღია კარის მტვრევის პოლიტიკა არ გახდა სასურველი შედეგების მომტანი. არამედ, გახდა გაღიზიანების გამომწვევი მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ.

„მე არ ვიცი რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები. მე შემიძლია ჩემს მშობლიურ, ლონდონის სამხრეთით მდებარე პატარა დასახლებაში ჩავიარო და ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანს შევხვდე, ყველა მათგანს ვკითხო - ემთხვევა თუ არა მათი ღირებულებები ჩემსას. აქტიური დისკუსიის შედეგად დავადგენდით, რომ ჩვენ ყველა სხვადასხვა ღირებულებების მატარებელნი ვართ. მიმაჩნია, რომ ადამიანები ყველაზე მეტად სხვა ადამიანებთან ურთიერთობას აფასებენ. თანაცხოვრებას და მშვიდობიან კავშირს, რომ როგორც ინდივიდებს, ასევე ოჯახებს შეეძლოთ იმაზე ყურადღების გამახვილება, რაც მათთვის მართლაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია. უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ბედნიერი ბავშვები, ეს არის ის რაც ყველას გვსურს. ღირებულებებზე ისე ვსაუბრობთ, როგორც უცვლელ მოცემულობაზე, რომელიც თითქოს ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის, ამდენი განსხვავებული რელიგიის მიმდევარი ადამიანისთვის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წევრისთვის და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის ერთი და იმავეს ნიშნავს. ეს ჩემთვის ზღაპარია. მე ვემხრობი მრავალფეროვნებას და ინკლუზიურ მიდგომას. ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს, ვგულისხმობ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებსაც. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს და თუ გინდა იყო ინკლუზიური საკუთარ სახელმწიფოში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმ სახელმწიფოთა ადათ-წესი, რომელთანაც ეკონომიკური თუ დიპლომატიური კავშირი გვაქვს“, - განაცხადა ლაშა კასრაძის პასუხად იან პრაუდიმ.

ცნობისთვის, იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გეგმა ყოველთვის იყო და არის ერთადერთი - როგორ იპარაზიტონ, როგორ მოაწყონ დესტრუქცია
გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს - თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს, ეს კარგი დასაწყისი იქნება
იან პრაუდი: საქართველო და აზერბაიჯანი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეს ენერგოდერეფანი, ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ დროს, როდესაც ენერგორესურსები ასეთი დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია ევროპაში
არქივი