ხათუნა ხოფერია რადიკალებზე: ყველაზე მეტად, რაც პირადად მე მეხამუშება მათი მხრიდან, არის მუდმივი ძახილი იმის, რომ არ გვაქვს გეგმა. გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ რაღაც გეგმა არსებობს, ოღონდ არსებობს მათ ხელმძღვანელებთან, „შეფობაში“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 21 ნოემბერი 2024, 00:58

რა პროცესთან გვაქვს საქმე, ყველაზე მეტად, რაც პირადად მე მეხამუშება მათი მხრიდან, არის მუდმივი ძახილი იმის, რომ არ გვაქვს გეგმა. აი, გეგმას ხვალ გაგაცნობთ, გეგმას ორშაბათს გაგაცნობთ და იმ სურათის შექმნა, რომ მათ არ აქვთ ამ ყველაფრის გეგმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ რაღაც გეგმა არსებობს, ოღონდ არსებობს მათ ხელმძღვანელებთან, „შეფობაში“ და ამ ეტაპზე უბრალოდ ჯერ სინჯავენ ფონს, რამდენად შეიძლება ამის მომზადება.

როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია ამით ახალგაზრდობას გარკვეულწილად აბნევს.

„არის მეორე მომენტიც, მათ ძალიან ეშინიათ ამ ახალგაზრდობის, ვინაიდან დღეს თუ არა ხვალ მოუწევთ მათთვის თვალებში ჩახედვა და სიმართლის თქმა, რომ ორთქლი გამოგაშვებინეთ, წადით სახლებში, რადგან სხვა პერსპექტივა არ არის. მათ ამის ძალიან ეშინიათ და ცდილობენ ეს პროცესი გამოიყენონ. ისინი ცდილობენ პროცესი გამოიყენონ იმისთვის, რომ როგორმე „წამოიკიდონ“ „ქართული ოცნება“ გარკვეულ მოლაპარაკებებზე. ზოგს ფული უნდა, ზოგს კაბინეტები და სავარძლები უნდა. ცდილობენ, ამ ბოლო შანსის გამოყენებას“, - განაცხადა მან.

ხათუნა ხოფერიას თქმითვე, „მგონი მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, რომ ხელისუფლება და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთად, ერთად დგას სახელმწიფოებრიობის და მშვიდობის სადარაჯოზე".

„სრული გაგებაა. თითქოს არანაირი პრეტენზია, მოთმინებით დგომა. ეს გამოიხატება პოლიციის, იმ ბიჭების საქციელშიც. ანუ, ჩვენ ვართ გარკვეულწილად სინქრონიზებული მშვიდობისთვის.

მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება ვფიქრობ, ჩვენ ამას ძალიან გონივრულად, ძალიან კარგად ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად“, - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გეგმა ყოველთვის იყო და არის ერთადერთი - როგორ იპარაზიტონ, როგორ მოაწყონ დესტრუქცია
გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს - თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს, ეს კარგი დასაწყისი იქნება
იან პრაუდი: ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს
არქივი